воскресенье, 10 июля 2011 г.

ქართული ანბანი

პროექტის  სახელწოდება: ქართული  ანბანი
პროექტის  მთავარი  იდეა: გვახსოვდეს  ქართული  ანბანის  ისტორიული  წარსული
პროექტის  აქტუალობა:ჩვენს  ულამაზეს  ანბანს  მოფრთხილება  სჭირდება,რომ  თაობებს  გადაეცეს თავის  ლაზათით.
პროექტის  მიზნები:ანბანის  მნიშვნელობა  ქართულ  ენაში.
მონაწილეთა  ასაკი:10–დან 14 წლამდე მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება შეიქმნა: მოსწავლეებში  პატრიოტული  მოტივების  გაღვივება–გვახსოვდეს  საიდან  მოვდივართ.
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: გამოყენებული  ლიტერატურა–მწიგნობრობაი ქართული'',ავტ. ელენე მაჭავარიანი,  ,,33  მზისსახოვანი  სხივთა  კონა''–ვლადიმერ  ალფენიძე, კომპიუტერი,ფოტოსურათები ,ექსკურსია ტაძარში,პრეზენტაცია.
პროექტის  მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ჯგუფური  მუშაობა:–ანბანის  შექმნის  ისტორიის  მოძიება.
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან /ეროვნულ  გეგმასთან  კავშირი:კავშირი  საქართველოს  ისტორიასთან.პროექტის  ხელმძღვანელი:დაწყებითი  კლასების  მასწავლებელი–ლელა  ხაჭაპურიძე.
ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა:lelakhachapuridze@gmail.com
პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი:lelakhachapuridze.blogspot.com

პროექტი–ქართული  ანბანი

ივანე  ჯავახიშვილის  განმარტებით ძველ  საქართველოში,მწერლობის,წერა–კითხვის,ანბანის  ზოგად  სახელად  იხმარებოდა ,, მწიგნობრობაი  ქართული''.

14 ანბანთა  შორის, რომლითაც მსოფლიოს  მრავალ  ენაზე(3000–მდე) მოლაპარაკე  ხალხი
სარგებლობს,ერთ–ერთი ქართულია  ანბანია:ეს  ანბანები  შემდეგია:ლათინური, სლავურ–კირილური,არაბული,ინდური,ჩინური,იაპონური,კორეული,ეთიოპური,ბერძნული,სომხური,ებრაული,მონღოლური,სირიული  და  ქართული.
ქართული  ანბანი  სამი  სახისაა:ასომთავრული,ნუსხური  და მხედრული.



























თითოეულ  მათგანს  თავისი  დამახასიათებელი  სტილი  აქვს. საქართველოს  ეკლესია–მონასტრების კედლებზე  მრავლადაა  შემონახული  ქართული  დამწერლობის  უნიკალური  ნიმუშები.

ძველ  ქართულ  ანბანში  38  ასო–ნიშანი  იყო.თანამედროვე  მხედრულში  არ  იხმარება  5 ასო–ნიშანი,რომელიც  ილია  ჭავჭავაძის  თაოსნობით  ამოიღეს.

ქართული  დამწერლობის  შემოღებას  XI–ს–ს ქართველი  ისტორიკოსი  ლეონტი  მროველი  ფარნავაზ  მეფეს  მიაწერს.(ძვ.წ.III-–სკ)

,,ესე  ფარნავაზ  იყო  პირველი  მეფე  ქართლისა  შინა  ქართლოსის  ნათესავთაგანი  ამან  განავრცო  ენა  ქართული  და  არღარა&(ი)  იზრახებოდა  სხუა& ენა  ქართლსა  შინა  თვინიერ  ქართლისა&  და  მაშინ  შექმნა  მწიგნობრობა&  ქართული.(ლეონტი  მროველი–,,ქართლის  ცხოვრება'')

–შენ ჰე,  ფარნავაზ
ჰქმენ  ერთმთავრობა,
შენ  მიეც  ქართველს
წიგნი  პირველი,
შენ  დაუმკვიდრე
ერსა  ერთობა
და  ერთობისა
წესი  და  ძალი...
(გრ. ორბელიანი)

ჩვენი  გონების  საძირკველს  შეადგენს  ის  ენა,რომელსაც  პირველად  ვსწავლობთ  მშობლებისა  და ახლობლებისაგან.ეს  არის  აკვანში  გაგონილი  იავნანის  ენა,  ენა  ჩვენი
წინაპრებისა,ჩვენი  ხალხისა,ამ  ენას  ,,დედაენა'' ჰქვია.

იაკობ  გოგებაშვილმა  ქართველ  ბავშვებს,  ქართული  ანბანის  უკეთ  შესასწავლად
,,დედაენა''  დაუწერა  და  ამით  ,,ოცდაცამეტი  მზე  აანთო  ყოველი  ქართველი
ბავშვის  ცაზე,ოცდაცამეტი  მზით  მოჭედილ  იისფერ  ცაზე.''
ამიტომ  ყოველი  ქართული  ასო  მზესავით  ანათებს!

ოდა  ქართულ  ანბანს